„პირველი როლი“ არის საზაფხულო თეატრალური პროგრამა, რომელიც აერთიანებს სცენურ გამოცდილებას, თვითგამოხატვასა და პროფესიონალებთან უშუალო მუშაობას. კურსი შექმნილია მათთვის, ვინც ყოველთვის ოცნებობდა მსახიობობაზე, მაგრამ არ ჰქონდა წარსულში ამის შესაძლებლობა ან უბრალოდ სურს თეატრის ჯადოსნურ სამყაროს შიგნიდან გაეცნოს. მონაწილეები მუშაობენ ოთხ გამორჩეულ მენტორთან : ლევან წულაძესთან, მანანა კოზაკოვასთან, თინათინ წულაძესთან და მაია ჟორჟოლიანთან, რომლებიც მათ ეხმარებიან საკუთარი „პირველი როლის“ პოვნასა და სცენაზე თავდაჯერებულად წარმოჩენაში.
კურსის განმავლობაში მონაწილეები გაივლიან სრულ შემოქმედებით პროცესს — როლის შერჩევას,ტექსტთან მუშაობას, რეპეტიციებსა და საბოლოოდ ნამუშევარს სცენაზე წარადგენენ. ისინი ისწავლიან სხეულის და მეტყველების მართვას, ემოციების გამოხატვას, იმპროვიზაციის ელემენტებსა და თეატრალური გუნდის მუშაობის დინამიკას. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები ითამაშებენ სპექტაკლში, რომელიც სახელოსნო 42-ის სცენაზე გაიმართება. იქ, სადაც მათი პირველი სცენური გამოცდილება ნამდვილ თეატრალურ მოვლენად იქცევა.
პირველი როლი


აკადემია სახელოსნო 42
თქვენი შესაძლებლობების სახელოსნო
საკონტაქტო ინფორმაცია
Info@academy42.ge
+995 568 19 00 29
© 2025. All rights reserved.
გამოგვყევით:


