ჩვენ შესახებ

ჩვენი მისიაა შექმნა სივრცე, სადაც ადამიანები აღმოაჩენენ საკუთარ უნარებს, გამოხატავენ თავს, ისწავლიან მნიშვნელოვან ტექნიკებს და სხვ. ,თეატრი აღარ არის მხოლოდ სცენა – ეს ცხოვრებაა, და სახელოსნო აკადემია აქ არის ხიდი, რომელიც ყველას საშუალებას აძლევს მიაღწიოს, მოიპოვოს და გამოავლინოს საკუთარი თავი და შესაძლებლობები.

მისია
ხედვა

აკადემია ხედავს მომავალს, სადაც კომპეტენტური, შემოქმედებითი და თავდაჯერებული ადამიანები ქმნიან ლიდერულ საზოგადოებას, სადაც თითოეული ადამიანის უნარების განვითარება და საკუთარი თავის მაქსიმალური გამოხატვა წარმოადგენს საერთო წარმატების საწყისს. ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ ინოვაციური სივრცე, რომელიც აერთიანებს სასწავლო გამოცდილებას, პრაქტიკულ ტრენინგებს და შემოქმედებით ატმოსფეროს,

აკადემიის შესახებ
აკადემია „სახელოსნო 42“ არის ადგილი, სადაც სწავლა სცდება ფორმალურ საზღვრებს და იქცევა შემოქმედებით პროცესად. ჩვენ გვჯერა, რომ განათლება მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის — ეს არის საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა, უნარების გაძლიერება და ახალი გზების პოვნა პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში.

ჩვენი აკადემიის კურსები შექმნილია იმისთვის, რომ თეორია და პრაქტიკა ერთმანეთთან ჰარმონიაში იყოს. აქ სწავლა არ შემოიფარგლება ლექციებით - მას ახლავს რეალური მაგალითები, სავარჯიშოები და გამოცდილება, რომელიც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას დაუყოვნებლივ გამოიყენონ მიღებული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ მონაწილეებს არა მხოლოდ როგორც მენტორები, არამედ როგორც პარტნიორები განვითარების გზაზე.

აკადემია „სახელოსნო 42“ არის სივრცე, სადაც თითოეული მონაწილე თავად ხდება მთავარი მოქმედი პირი საკუთარი წარმატების ისტორიაში.

ჩვენი გუნდი

მანანა კოზაკოვა

დამფუძნებელი, მენტორი

მაია ჟორჟოლიანი

პარტნიორი მენტორი

გვანცა ჯანგავაძე

დირექტორის მოადგილე

მარიამ ჯაფარიძე

მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი

ნინი წყარუაშვილი

ვიდეოგრაფი

თამარ ბუხნიკაშვილი

პარტნიორი მენტორი

ნიკა კუჭავა

პარტნიორი მენტორი