სახელოსნო 42 ტვ პირველზე - “პირველამდე”
აკადემია სახელოსნო 42 ესტუმრა ტელეკომპანია ტვ პირველს, სადაც გადაცემის სტუმრები იყვნენ აკადემიის მენტორები მანანა კოზაკოვა და თამარ ბუხნიკაშვილი. გადაცემის მთავარი თემა იყო ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი — კურსი „წიგნიდან სცენამდე“, რომელიც ბავშვებს ეხმარება ლიტერატურის სამყაროს შემოქმედებითად აღქმაში.
გადაცემის განმავლობაში მენტორებმა ისაუბრეს აკადემიის ხედვაზე, სწავლების მიდგომებსა და იმაზე, თუ როგორ შეუძლია თეატრსა და მეტყველებას ერთად განავითაროს ბავშვის შემოქმედებითი აზროვნება. პირდაპირ ეთერში კი მაყურებელმა განსაკუთრებული მომენტი იხილა — თამარ ბუხნიკაშვილმა და ონისე ონიანმა სულხან-საბა ორბელიანის იგავი გააცოცხლეს და მცირე სცენა დადგეს.
ეს იმავე პრინციპს ეფუძნება, რასაც კურსი წარმოადგენს.
„წიგნიდან სცენამდე“ არის 24 შეხვედრაზე განაწილებული შემოქმედებითი პროგრამა, რომელიც ეხმარება ბავშვებს ტექსტის გააზრებასა და მის სცენაზე გადმოტანაში. მონაწილეები სწავლობენ ინტონაციურ კითხვას, პერსონაჟების ანალიზს, დიალოგების შექმნას და სცენარის აწყობას.
პროგრამა ავითარებს ყურადღებას, კრიტიკულ აზროვნებასა და კრეატიულობას. უნარებს, რომლებიც სცენას სცილდება და ნებისმიერ სფეროში სჭირდებათ.
კურსის ბოლოს ბავშვები უკეთ იგებენ ტექსტის შინაარსსა და პერსონაჟების მოტივაციას, სწავლობენ ამბის სცენარად გარდაქმნას და იძენენ პირველ თეატრალურ გამოცდილებას.


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე
08 ოქტომბერი, 2025
აკადემია სახელოსნო 42
თქვენი შესაძლებლობების სახელოსნო
საკონტაქტო ინფორმაცია
Info@academy42.ge
+995 568 19 00 29
© 2025. All rights reserved.
გამოგვყევით:


