კონტენტის შექმნა
„ვიდეო კონტენტის შექმნის კურსი“ არის 1.5-თვიანი პრაქტიკული პროგრამა, რომელიც ასწავლის ვიდეოთხრობის საფუძვლებს - იდეიდან საბოლოო ნამუშევრამდე. მონაწილეები ეუფლებიან სცენარის შექმნას, გადაღებას, მონტაჟს, AI ინსტრუმენტების გამოყენებასა და სოციალური მედიის სტრატეგიას.
კურსი აერთიანებს კრეატიულ და ტექნიკურ მიმართულებებს - მონაწილეები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე, სწავლობენ კამერის, განათებისა და მიკროფონის გამოყენებას, ქმნიან ემოციურად ზუსტ და ვიზუალურად ეფექტურ ისტორიებს. პროგრამის მიმდინარეობისას ისინი იძენენ უნარებს, როგორ გარდაქმნან იდეა სტრუქტურირებულ ვიდეოკონტენტად, რომელიც ემსახურება როგორც შემოქმედებით მიზნებს, ისე ბრენდის განვითარებას.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები ქმნიან რეალურ პორტფოლიოს და იღებენ პროფესიულ გამოცდილებას თეატრი სახელოსნო 42-ის პლატფორმაზე.


აკადემია სახელოსნო 42
თქვენი შესაძლებლობების სახელოსნო
საკონტაქტო ინფორმაცია
Info@academy42.ge
+995 568 19 00 29
© 2025. All rights reserved.
გამოგვყევით:


